---
title: "მუხლი 42². სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/42-2"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "42^2"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42². სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 42² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/42-2

1. სააგენტო ვალდებულია განიხილოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის შესახებ მგზავრის საჩივარი და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. სააგენტო უფლებამოსილია მგზავრის საჩივართან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად და გამოსაკვლევად ჩაატაროს შემოწმება. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რკინიგზის სადგურის მენეჯერი, ბილეთების გამყიდველი, ტუროპერატორი ვალდებულია სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, აგრეთვე უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის სათანადო ინფრასტრუქტურასთან დაშვება.

3. სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.

4. სააგენტო უფლებამოსილია მგზავრის საჩივრის განხილვისას გონივრული ვადით შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტის გამოთხოვის საფუძვლით. სააგენტო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ  აცნობებს საჩივრის წარმდგენ პირს. საჩივრის განხილვა გაგრძელდება აღნიშნული საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/42-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43.md
