---
title: "მუხლი 43¹. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანი და შინაარსი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-1"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "43^1"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43¹. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანი და შინაარსი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 43¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-1

1. ამ თავის მიზანია საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების უსაფრთხოდ, ხარისხიანად და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად გაწევის განსაზღვრა.

2. ამ თავით განისაზღვრება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სარკინიგზო ოპერატორს ეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულება, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოსგან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია მიიღოს.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-2.md
