---
title: "მუხლი 43³. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-3"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "43^3"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43³. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 43³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-3

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს:
ა) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ შესასრულებელ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებას და საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების გეოგრაფიულ არეალს;
ბ) ობიექტურად და გამჭვირვალედ:
ბ.ა) კომპეტენტური ორგანოს მიერ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდის პირობებს;
ბ.ბ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შინაარსსა და ფარგლებს (არსებობის შემთხვევაში);
გ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ხარჯებს და მათ განაწილებას. ეს ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ადამიანურ რესურსებთან, ელექტროენერგიასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სარკინიგზო შემადგენლობის მოვლა-შენახვისა და შეკეთების და საჭირო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე ფიქსირებულ ხარჯებს და შესაბამის გონივრულ მოგებას;
დ) ბილეთის საფასურს ან/და ბილეთის საფასურის განსაზღვრის წესსა და პირობებს;
ე) ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლების განაწილების წესს, რომლებიც შესაძლებელია საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს დარჩეს, კომპეტენტურ ორგანოს გადაეცეს ან მათ შორის განაწილდეს;
ვ) ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) სხვა პირობებსა და დებულებებს.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-4.md
