---
title: "მუხლი 44. მხარეთა პასუხისმგებლობა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/44"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "44"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. მხარეთა პასუხისმგებლობა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/44

1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

2. მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური.

3. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), მგზავრსა და რკინიგზას შორის დადებული ყველა სახის ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ან ათავისუფლებს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ბათილია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/43-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/45.md
