---
title: "მუხლი 47. პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/47"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "47"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/47

1. ადგილობრივი გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ზიანს ანაზღაურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

2. ადგილობრივი გადაზიდვისას ბარგის (ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

3. საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ან ის მხარე, რომლის მიზეზითაც მოხდა ვადის გადაცილება პირდაპირი შერეული გადაზიდვისას, ზიანს ანაზღაურებს „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/48.md
