---
title: "მუხლი 48. პასუხისმგებლობა მოძრავი შემადგენლობის თვითნებურად გამოყენებისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/48"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "48"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. პასუხისმგებლობა მოძრავი შემადგენლობის თვითნებურად გამოყენებისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/48

თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან სხვა პირი საამისოდ უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე იყენებს სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) ვაგონს (კონტეინერს), აგრეთვე თუ რკინიგზა საამისოდ უფლებამოსილი პირის ნებართის გარეშე იყენებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაში არსებულ ვაგონს (კონტეინერს), დამრღვევი მხარე იხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს სამმაგი ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/49.md
