---
title: "მუხლი 49. პასუხისმგებლობა გადასაზიდად აკრძალული ან გადაზიდვისას განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელი ტვირთის წარდგენისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/49"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "49"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. პასუხისმგებლობა გადასაზიდად აკრძალული ან გადაზიდვისას განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელი ტვირთის წარდგენისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/49

ზედნადებში ტვირთის სახელწოდების, განსაკუთრებული აღნიშვნების ან ტვირთის გადაზიდვისას აუცილებლად მისაღები ზომების არასწორი მითითებისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის ან ტვირთის თვისებათა არასწორი აღნიშვნისათვის ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ამ ტვირთის გადაზიდვის გაზრდილი საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/50.md
