---
title: "მუხლი 54. პრეტენზიის წარდგენის წესი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/54"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "54"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. პრეტენზიის წარდგენის წესი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/54

1. პრეტენზია უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნებს და მას უნდა ერთვოდეს პრეტენზიის დასაბუთებულობის დამამტკიცებელი საბუთები.

2. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის შესახებ პრეტენზიას აგრეთვე უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გაგზავნილი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობასა და ღირებულებას, მასში მიუღებელი შემოსავლისა და განუხორციელებელი ფაქტობრივი დანახარჯების შეტანის გარეშე, ან დანაკლისი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დეტალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/55.md
