---
title: "მუხლი 57. სარჩელის წარდგენის წესი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/57"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "57"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. სარჩელის წარდგენის წესი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/57

1. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელი რკინიგზის მიმართ შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა მთლიანად ან ნაწილობრივ უარს იტყვის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე, ან იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა არ გასცემს პასუხს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში.

2. სარჩელის წარდგენა ხდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენა დაიშვება ამ კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი ვადების გასვლამდე, თუ პრეტენზიაზე მიღებულია რკინიგზის პასუხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/58.md
