---
title: "მუხლი 59. მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/59"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "59"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/59

1. რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს. ამ ზონებში უცხო პირთა ყოფნა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, აკრძალულია. მომეტებული საშიშროების ზონაში ყოფნის, იქ სამუშაოების შესრულების, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრაობისა და გადასვლის წესებს ადგენს რკინიგზა.

2. მგზავრთა მომსახურება, აგრეთვე მოძრავი შემადგენლობა (მათ შორის, სპეციალიზებული), კონტეინერები, ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტები, სხვა ტექნიკური საშუალებები და მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების, შრომისა და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით.

3. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევათა კლასიფიკაციის, სამსახურებრივი მოკვლევისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.

4. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრალეულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/59-1.md
