---
title: "მუხლი 62. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში რკინიგზის მუშაობის ორგანიზება — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/62"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "62"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში რკინიგზის მუშაობის ორგანიზება — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/62

1. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.), სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებენ შესაბამის დაუყოვნებლივ ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პასუხისმგებლობა რკინიგზის მუშაობის განზრახ შეფერხების, შეწყვეტისა და ტექნიკური საშუალებების დაზიანებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/61-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/63.md
