---
title: "მუხლი 63². მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/63-2"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "63^2"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63². მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 63² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/63-2

1. რკინიგზის სისტემაში მემანქანის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) მემანქანის სერტიფიკატი.

3. მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

4. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები (მათ შორის, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/63-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/63-3.md
