---
title: "მუხლი 8. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/8"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "8"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/8

1. მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა ხორციელდება რკინიგზის ან სხვა პირთა მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებითა და მოწყობილობებით.

2. საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, უნდა აკმაყოფილებდეს რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს, დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს, ხოლო ახალაშენებულ მოძრავ შემადგენლობას უნდა ჰქონდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/9.md
