---
title: "მუხლი 9. რკინიგზის სადგური — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/9"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "9"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. რკინიგზის სადგური — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/9

1. რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს).

2. რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის.

3. გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები.

4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/10.md
