---
title: "მუხლი 12. აქტივების მმართველი კომპანია — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/12"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. აქტივების მმართველი კომპანია — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/12

1. საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებას ახორციელებენ მხოლოდ აქტივების მმართველი კომპანიები საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

2. აქტივების მმართველმა კომპანიამ საქმიანობის განსახორციელებლად უნდა მიიღოს ლიცენზია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებლის, მეანაბრისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აფილირებული პირი ან თვით დამფუძნებელი ან სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. დამფუძნებელი თვითონ ირჩევს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მმართველ ერთ ან რამდენიმე კომპანიას. მას უფლება აქვს, რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად დადოს ხელშეკრულება აქტივების მართვის შესახებ.

5. აქტივების მმართველი კომპანია მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს დამფუძნებლისა და მონაწილეთა წინაშე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აქტივების მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მონაწილეთა წინაშე დამფუძნებლის ვალდებულებებისათვის, აგრეთვე დამფუძნებლის, მეანაბრეებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის დავალიანების ან გაკოტრების გამო.

6. აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობას ახორციელებს საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელით.

7. აქტივების მმართველ კომპანიას საპენსიო დანაგროვი გადაეცემა ფულადი ფორმით, თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით ცალ-ცალკე.

8. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია აქტივების მართვის პროცესში საპენსიო დანაგროვების ინვესტირება განახორციელოს მხოლოდ სპეციალიზებული დეპოზიტარის მეშვეობით.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ. 174
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/13.md
