---
title: "მუხლი 16. დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/16"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/16

1. დამსაქმებელთა გაერთიანება (ასოციაცია, კავშირი) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, თუ საპენსიო სქემით დადგენილი წესები შეთანხმებულია პროფესიულ კავშირებთან.

2. დამსაქმებელთა
გაერთიანების
მიერ
არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
და
უზრუნველყოფის
განხორციელების
წესს
ადგენს
საქართველოს
ეროვნული
ბანკი.

3. დამსაქმებელთა გაერთიანებების საპენსიო სქემების საქმიანობის კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარს მონაწილეთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ.

4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მონაწილეთა ინტერესების დასაცავად თავისი წევრებიდან ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/17.md
