---
title: "მუხლი 17. დამსაქმებლის საპენსიო სქემა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/17"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. დამსაქმებლის საპენსიო სქემა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/17

1. დამსაქმებლის საპენსიო სქემას ადგენს დამსაქმებლის მმართველი ორგანო პროფესიულ კავშირებთან შეთანხმებით.

2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ იდება დამსაქმებელსა (დამფუძნებელი და მეანაბრე) და იმ მუშაკს შორის, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე, ან დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების სახით.

3. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ, პროფესიული კავშირების არარსებობისას კი – მონაწილენი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავის მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/18.md
