---
title: "მუხლი 18. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები, რომელთა მეანაბრედ ითვლება დამსაქმებელი — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/18"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები, რომელთა მეანაბრედ ითვლება დამსაქმებელი — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/18

1. დამსაქმებელს, რომელიც არ არის საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს როგორც საპენსიო სქემის მეანაბრემ დადოს ხელშეკრულება დამფუძნებელთან თავისი მუშაკების სასარგებლოდ. ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებლის მმართველი ორგანო.

2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება თან ერთვოდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას, თუ ასეთი არსებობს.

3. სხვა იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე, სადაც მეანაბრე არის დამსაქმებელი, ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები.
თავი V
ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/19.md
