---
title: "მუხლი 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/21"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/21

1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-20 მუხლით არ არის განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბანკში მათი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციის წესსა და სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ოდენობას ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად;
ბ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირება განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის მეშვეობით და საპენსიო დანაგროვი შესანახად გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს;
გ) შექმნას ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭო.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ.107

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/22.md
