---
title: "მუხლი 23. საპენსიო სქემის წესები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/23"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საპენსიო სქემის წესები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/23

1. საპენსიო სქემის წესებს ადგენს საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი ორგანო – სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საპენსიო
სქემაში
შეტანილი
ცვლილებები
და
დამატებები
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უნდა
გატარდეს
რეგისტრაციაში
საქართველოს
ეროვნულ
ბანკში.

3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია:
ა) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები შეუთანხმოს სამეთვალყურეო საბჭოს;
ბ) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აცნობოს თითოეულ მონაწილეს რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 30 დღისა;
გ) ყველა დაინტერესებულ პირს მისცეს საპენსიო სქემის რეგისტრირებული წესების, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გაცნობის შესაძლებლობა.

4. მეანაბრეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი პენსიებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობა ან არასრულად გადახდა არ შეიძლება გახდეს ადრე გადახდილი სადაზღვევო შენატანებით მინიჭებული უფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვის საფუძველი.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/24.md
