---
title: "მუხლი 24. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/24"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/24

1. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლად ითვლება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რის შედეგადაც წყდება საპენსიო სქემით განსაზღვრული ვალდებულებანი გამსვლელი მონაწილის მიმართ და იხურება გამსვლელი მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში.

2. ხელშეკრულება (პროფესიული საპენსიო სქემის მიხედვით დადებული ხელშეკრულების გარდა) უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო სქემიდან მონაწილის ნებაყოფლობითი გასვლის უფლებას, ამავე დროს მონაწილეს უნდა ჰქონდეს სახელობითი საპენსიო დანაგროვის შეუმცირებლად მიღების უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/25.md
