---
title: "მუხლი 27. მონაწილეთა საპენსიო ანგარიშები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/27"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. მონაწილეთა საპენსიო ანგარიშები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/27

1. დამფუძნებელი ვალდებულია მისი საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს გაუხსნას საპენსიო ანგარიში, რომელზეც აღირიცხება საპენსიო დანაგროვების საანგარიშო და გადახდილი თანხები.

2. იმ სქემის მონაწილეს, სადაც განსაზღვრულია გადასახდელი შენატანების ოდენობა, ყოველწლიური პენსია დაერიცხება მის მიერ სადაზღვევო სტაჟის დაგროვების ან პენსიის ოდენობის განმსაზღვრელი სხვა პირობების მიხედვით, საპენსიო სქემის წესის შესაბამისად.

3. მუდმივი პენსიის გასაცემი დანაგროვის ფონდის ფორმირების დროს საპენსიო დანაგროვი აღირიცხება მონაწილის სახელობით საპენსიო ანგარიშზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/28.md
