---
title: "მუხლი 31². დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობის კრიტერიუმები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-2"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "31^2"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31². დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობის კრიტერიუმები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 31² (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-2

დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები:
ა) (ამოღებულია - 20.03.2015, №3384);
ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;
გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის;
დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრები.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ.107
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3384 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/32.md
