---
title: "მუხლი 31. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31

1. საქართველოს
ეროვნული
ბანკი:
ა)
ახორციელებს
დამფუძნებელთა,
როგორც
საპენსიო
დაზღვევის
მონაწილეთა,
რეგისტრაციას
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
დადგენილი
წესით,
გარდა
ეროვნული
ბანკის
მიერ
ლიცენზირებადი
პირებისა;
ბ)
ადგენს
დამფუძნებლების
მიმართ
მინიმალური
კაპიტალის
განსაზღვრის
წესს;
გ)
ახორციელებს
ზედამხედველობას
დამფუძნებელთა
საქმიანობაზე
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით;
დ)
ამტკიცებს
ეკონომიკურ
ლიმიტებს;
ე)
ამოწმებს
აქტივების
მმართველი
კომპანიებისა
და
სპეციალიზებული
დეპოზიტარების
საქმიანობას;
ვ)
ახორციელებს
საპენსიო
სქემების
ექსპერტიზას;
ზ)
ადგენს
საპენსიო
სქემების
მიმართ
მოთხოვნებს
და
ამ
სქემების
რეგისტრაციის
წესებს;
თ)
ახორციელებს
საპენსიო
სქემების
რეგისტრაციას
და
რეგისტრაციის
გაუქმებას;
ი)
აწარმოებს
ჩანაწერებს
საპენსიო
სქემებში
ცვლილებების
შეტანის
ან
საპენსიო
სქემების
შეწყვეტის
შესახებ;
კ)
ახორციელებს
დამფუძნებლის
ფინანსური
მდგრადობის
შეფასებას;
ლ)
აკონტროლებს
დამფუძნებლის
მიერ
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ
მოვალეობათა
შესრულებას;
მ)
ახორციელებს
მეთვალყურეობასა
და
კონტროლს
დამფუძნებლის
ფინანსური
მდგომარეობის
განმტკიცების
მიზნით
გატარებული
ღონისძიებების
შესრულებაზე;
ნ)
მონაწილეთა
დავალიანების
დაფარვის
მიზნით
სასამართლოში
აღძრავს
სარჩელს
დამფუძნებლის
გაკოტრების
შესახებ;
ო)
ადგენს
მოთხოვნებს
აქტივების
მმართველი
კომპანიისა
და
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
საქმიანობის
მიმართ;
პ)
ამტკიცებს
საპენსიო
დანაგროვთა
ინვესტირების
და
მისი
შეზღუდვის
წესებს,
საინვესტიციო
დეკლარაციის
მოთხოვნებს,
საპენსიო
დანაგროვთა
შესაბამისი
აქტივების
სტრუქტურასა
და
შემადგენლობას;
ჟ)
აკონტროლებს
/
ამოწმებს
დამფუძნებლის,
აქტივების
მმართველი
კომპანიებისა
და
სპეციალიზებული
დეპოზიტარების
საქმიანობას;
რ)
ასრულებს
საქართველოს
კანონმდებლობით,
მათ
შორის,
ამ
კანონით,
გათვალისწინებულ
სხვა
ფუნქციებს.

2. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია:
ა)
აქტივების
მმართველ
კომპანიებს,
სპეციალიზებულ
დეპოზიტარებსა
და
დამფუძნებლებს
გაუგზავნოს
შესასრულებლად
სავალდებულო
ინსტრუქციები;
ბ)
შეამოწმოს
დამფუძნებლების,
აქტივების
მმართველი
კომპანიებისა
და
სპეციალიზებული
დეპოზიტარების
საქმიანობა;
გ)
ამ
კანონის
31
1
მუხლში
მითითებული
დარღვევებისთვის
დაუწესოს
სანქციები,
მათ
შორის,
დააკისროს
ფულადი
ჯარიმა,
არასახელმწიფო
საპენსიო
სქემის
დამფუძნებლებს,
აქტივების
მმართველ
კომპანიებსა
და
სპეციალიზებულ
დეპოზიტარებს,
გაუუქმოს
დამფუძნებელს
რეგისტრაცია,
გააუქმოს
საპენსიო
სქემის
რეგისტრაცია.
სანქციების
ოდენობა
და
დაკისრების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ნორმატიული
აქტით.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
ლოლ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/31-1.md
