---
title: "მუხლი 40. გარდამავალი დებულებები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/40"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. გარდამავალი დებულებები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/40

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ;
გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;
დ) საპენსიო სქემის წესების შესახებ;
ე) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვის – საპენსიო ვალდებულების შექმნის წესის შესახებ;
ვ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის შესახებ;
ზ) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ;
ი) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ;
კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;
ლ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;
მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;
ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;
ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ;
პ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
ჟ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
რ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
ს) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
ტ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
უ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
ფ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
ქ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
ღ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;
ყ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების შეზღუდვის სახელმძღვანელო პირობების შესახებ;
შ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;
ჩ) არასახელმწიფო საპენსიო რეზერვების დაფარვის მიზნით დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის შესახებ.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ. 155
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6813 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
თავი X
დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/41.md
