---
title: "მუხლი 9. საპენსიო შენატანები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/9"
law: "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 14722"
adopted: "1998-10-30"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საპენსიო შენატანები — არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-01-01.
> Cite as: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/9

1. საპენსიო შენატანებს იხდიან ფულადი სახით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით:
ა)
მეანაბრე ფიზიკური პირები;
ბ) მეანაბრე იურიდიული პირები, თუ მათ არა აქვთ ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ან სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდების დავალიანება.

2. საპენსიო შენატანების გადახდა ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების სახსრების ხარჯზე არ დაიშვება.

3. მეანაბრე, თუ იგი
არ არის საპენსიო სქემის მონაწილე თავის სასარგებლოდ, საპენსიო შენატანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს მატერიალური ზიანი გადაუხდელობის პერიოდში შენატანებისა და შესაძლო საინვესტიციო მოგების მიუღებელი თანხების ოდენობით.

4. მეანაბრის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საპენსიო დანაგროვზე მონაწილის უფლებების შეზღუდვის მიზეზად.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6915 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14722-arasakhelmwipo-sapensio-dazghvevisa-da-uzrunvelqopis-shesakheb/10.md
