---
title: "მუხლი 12. კოლხეთის ეროვნული პარკის ზონირება — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/12"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კოლხეთის ეროვნული პარკის ზონირება — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/12

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეწყობა შემდეგი ტერიტორიულ - ფუნქციონალური ზონები :
ა ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ;
ბ ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა ;
გ ) აღდგენის ზონა ;
დ ) ტრადიციული გამოყენების ზონა ;
ე ) ვიზიტორთა ზონა ;
ვ ) ისტორიულ - კულტურული ზონა ;
ზ ) ადმინისტრაციის ზონა .

2. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის , ბუნების მართვადი დაცვის , აღდგენის , ტრადიციული გამოყენების , ვიზიტორთა , ისტორიულ - კულტურული და ადმინისტრაციის ზონების ფართობი და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება ამ კანონის მე -11– მე -18 მუხლების შესაბამისად .

3. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებულია თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების შესაბამისად, კვლევების ჩატარების მიზნით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1628 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/13.md
