---
title: "მუხლი 13. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/13"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/13

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების , არამანიპულაციური სა მეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის .

2. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ :
ა ) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა ;
ბ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ;
გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ;
ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ;
ვ ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა ) ;
ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება ;
თ ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე -16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში .

3. ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით .
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/14.md
