---
title: "მუხლი 15¹. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/15-1"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "15^1"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15¹. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 15¹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/15-1

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ტრადიციული გამოყენების ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვისა და თვითმყოფადი გარემოს შენარჩუნებისათვის .

2. ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით .

3. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება , თიბვა , თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება ; ბ ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ; გ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; დ) ეკოტურიზმი, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ე ) ვიზიტორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში ( ქვეითად , ცხენით , ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით ) ; ვ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ; ზ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; თ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; ი) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო-, საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; კ ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

4. ტრადიციული გამოყენების ზონის ზუსტი მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სა მენეჯმენტო გეგმის მიხედვით . საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31 საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/16.md
