---
title: "მუხლი 15. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/15"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/15

1. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − აღდგენის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა - აღდგენისათვის .

2. აღდგენის ზონაში დაშვებულია მხოლოდ :
ა ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ;
ბ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ;
გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ;
ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ;
ვ ) აღდგენის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ( აღდგენის ზონის ფიზიკური დაცვა ) ;
ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება .

3. აღდგენის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით .
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/15-1.md
