---
title: "მუხლი 17. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/17"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/17

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ისტორიულ-კულტურული ზონა) ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ისტორიულ-კულტურული ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე ზონის ფარგლებში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა და კონსერვაცია.

2. ისტორიულ-კულტურულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ისტორიულ-კულტურულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ: ა) საგანმანათლებლო საქმიანობა; ბ) ტურიზმი; გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება და კონსერვაცია; დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ზ) ისტორიულ-კულტურული ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ისტორიულ-კულტურული ზონის ფიზიკური დაცვა); თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ი) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/18.md
