---
title: "მუხლი 18. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/18"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/18

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ადმინისტრაციის ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

2. ადმინისტრაციის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ადმინისტრაციის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ტურიზმი;
დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ვ) ადმინისტრაციის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ადმინისტრაციის ზონის ფიზიკური დაცვა);
ზ) ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება;
თ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
ი) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/19.md
