---
title: "მუხლი 23. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/23"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/23

1. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-13–18 მუხლებით დადგენილ ტერიტორიულ-ფუნქციონალურ ზონებში დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/24.md
