---
title: "მუხლი 25². კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/25-2"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "25^2"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25². კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 25² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/25-2

1. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ:
ა) სამეცნიერო კვლევა;
ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ დაცვის რეჟიმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება კვლევების ჩატარების მიზნით;
ზ) 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით.

2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მცურავი საშუალებებით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1628 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/25-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/26.md
