---
title: "მუხლი 29. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/29"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/29

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.

2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ კანონის V თავით განსაზღვრულ ამავე კანონით დადგენილ მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს.

3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვისა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის III და IV თავებით დადგენილი კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფართობი, საზღვრები და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების განხილვა წარმოებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4404 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №480 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2311 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/30.md
