---
title: "მუხლი 30. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/30"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/30

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების ვალდებულებათა შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა დაცვა.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ფიზიკური და/ან იურიდიული პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან.

3. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4404 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №480 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1656 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/31.md
