---
title: "მუხლი 31. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/31"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/31

1. დაცული ტერიტორიების მონიტორინგი წარმოადგენს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის ნაწილს.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთიანი მონიტორინგის ფარგლებში.

3. დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიხედვით მონიტორინგის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/32.md
