---
title: "მუხლი 37. წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/37"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/37

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად–„წიაღის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წიაღისეული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. „წიაღის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული ღირებულება აქვთ, შეიძლება მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/38.md
