---
title: "მუხლი 39. წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/39"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/39

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვა ლისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.
[ 1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ]
2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით.

3. დაცული ტერიტორიების კატეგორიის მქონე წყლის ობიექტების პერსპექტიული ქსელის შექმნის მიზნით განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბაზაზე ყალიბდება წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდი.

4. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება „წყლის შესახებ “ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით დადგენილი მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე.
[ 4. (ამოღებულია - 30.06.2023, №3432). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ]
5. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის საზღვრები დგინდება „წყლის შესახებ “ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ზ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე.
[ 5. (ამოღებულია - 30.06.2023, №3432). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ]
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3432 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/40.md
