---
title: "მუხლი 42. რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/42"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/42

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, რეკრეაციული რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება დაცული ტერიტორიების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით.

2. დაცულ ტერიტორიებზე რეკრეაციული რესურსების დაცვის მიზნით წარმოებს ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტის გაანგარიშება. მისი გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IX. სამეურნეო საქმიანობა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/43.md
