---
title: "მუხლი 46. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/46"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/46

1. ამ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მიწათსარგებლობის სფეროში კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის სფეროში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით).

2. ამ კანონის მე-13 – 18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების რეჟიმი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწებზე.

3. კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია, ჩაბარება, საზღვრების გამიჯვნა და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაცია, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობა წარმოებს ამ კანონის 49-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დადგენილი წესით შექმნამდე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებს იბარებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2407 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.231
თავი XII. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/47.md
