---
title: "მუხლი 49. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/49"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/49

1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 1999 წლის 1 მაისი.

2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები ხორციელდება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ “ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არ ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით და მოქმედი სატყეო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე, გარდა კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა, არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. (ამოღებულია - 27.06.2024, №4302).

6. (ამოღებულია - 27.06.2024, №4302).

7. ამ კანონის 15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად 2028 წლის 1 იანვრამდე დაშვებულია: ა) ადგილობრივი მოსახლეობის არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით გადაადგილება; ბ) ვიზიტორთა თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით მომსახურება. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5203 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.288 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №89 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6445 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1844 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4737 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4723 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4302 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/50.md
