---
title: "მუხლი 51. კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/51"
law: "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 14752"
adopted: "1998-12-09"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/51

1. ამ კანონის მოქმედება მისი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში არ ვრცელდება კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით დროებით რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „კოლხეთის ეროვნული პარკის კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4404 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №480 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14752-kolkhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/52.md
