---
title: "მუხლი 1 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/1"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/1

1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების და კანონიერი ინტერესების ისეთივე სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ, როგორც ამ მხარის საკუთარი მოქალაქეები.

2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს მეორე მხარის ტერიტორიაზე მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ ამ მხარის სასამართლოებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე როგორც ამ მხარის საკუთარმა მოქალაქეებმა.

3. ამ ხელშეკრულების დებულებანი გამოიყენება აგრეთვე იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაფუძნებული არიან ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და მის ტერიტორიაზე გააჩნიათ მართვის ორგანო.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/2.md
