---
title: "მუხლი 11 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/11"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/11

1. წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 1 ნაწილსა და მე-13 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნას და თანდართულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს შემსრულებელი მხარის ენაზე დამოწმებული თარგმანი ან მათი ინგლისური ვარიანტები.

2. თარგმანი უნდა დამოწმდეს შემკითხველი დაწესებულების კომპეტენტური თარჯიმნის, ნოტარიუსის ან ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებათა მიერ.

3. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნა სრულდება შემსრულებელი მხარის ენაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/12.md
