---
title: "მუხლი 17 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/17"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/17

1. მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისათვის აუცილებელ დოკუმენტს პირადი, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასცემს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.

2. თუ განმცხადებელს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, მაშინ ასეთი დოკუმენტების გაცემა შეუძლია მისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

3. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, დოკუმენტის გამცემ ორგანოს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/18.md
