---
title: "მუხლი 22 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/22"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/22

1. მოთხოვნა გადაწყვეტილების ცნობისა ან აღსრულებისათვის, ამ ხელშეკრულების 1-ლი მუხლის დებულებათა შესაბამისად, უშუალოდ წარედგინება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც უნდა ცნოს ან აღასრულოს ეს გადაწყვეტილება.

2. მოთხოვნას თან უნდა დაერთოს: ა) სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, აგრეთვე ოფიციალური ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ასეთი თავად ტექსტიდან არ გამომდინარეობს; ბ) დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო ფორმით გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების შესახებ და აგრეთვე თავის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში სათანადოდ იყო წარმოდგენილი; გ) ამ მუხლის ა) და ბ) პუნქტებში მითითებულ დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს გადაწყვეტილების აღმსრულებელი მხარის ენაზე ან ინგლისურ ენაზე დამოწმებული თარგმანები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/23.md
