---
title: "მუხლი 26 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/26"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/26

1. მოთხოვნა სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) შემკითხველი და შემსრულებელი ორგანოების დასახელებას; ბ) მოთხოვნის საგანს; გ) ბრალდებულთა ან მსჯავრდებულთა სახელებს, ინფორმაციას მათი მოქალაქეობის, საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დაბადების თარიღს, ადგილს და მშობლების დასახელებას; დ) მათი რწმუნებულების სახელებსა და მისამართებს; ე) მოთხოვნის შინაარსს და მისი შესრულებისათვის აუცილებელ ინფორმაციას, ცნობებს დანაშაულის ხასიათის შესახებ და იმ ფაქტების აღწერას, რომლის საფუძველზეც მოცემულ ქმედებას მიეცა კონკრეტული კვალიფიკაცია.

2. მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შემკითხველი ორგანოს მიერ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/27.md
