---
title: "მუხლი 27 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/27"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/27

1. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შემსრულებელი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობას. ამასთან, შემსრულებელ ორგანოს შეუძლია შემკითხველი ორგანოს თხოვნის საფუძველზე გამოიყენოს შემკითხველი მხარის საპროცესო კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება შემსრულებელი ქვეყნის კანონმდებლობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი ორგანო არაკომპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მან მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს.

3. მოთხოვნის შემსრულებელი ორგანო აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულების თარიღსა და ადგილს. შემკითხველი მხარის დაინტერესებულ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, მეორე მხარის თანხმობით, დაესწრონ სამართლებრივი დახმარების განხორციელებას.

4. მოთხოვნის შემსრულებელი მხარე სამართლებრივი დახმარების განხორციელების შემდეგ მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ატყობინებს შესრულების ხელშემშლელ გარემოებათა შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/28.md
