---
title: "მუხლი 28 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/28"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/28

1. თუ წარმოიშობა შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე მოწმის ან ექსპერტის გამოცხადების აუცილებლობა, მოთხოვნაში უნდა მიეთითოს მათთვის უწყების ჩაბარების შესახებ.

2. ამ მუხლის I პუნქტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნა არ უნდა შეიცავდეს სანქციას გამოუცხადებლობის შემთხვევაში.

3. მოწმის ან ექსპერტის სამგზავრო, საცხოვრებელ და ექსპერტიზისათვის აუცილებელ ხარჯებს გაიღებს შემკითხველი მხარე.

4. შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე ნებაყოფლობით გამოცხადებულ მოწმეს ან ექსპერტს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, არ შეიძლება დაედოს ბრალი, აყვანილ იქნეს პატიმრობაში, დაედოს მსჯავრი ან სხვაგვარად შეეზღუდოს პირადი თავისუფლება ამ ტერიტორიაზე ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია მის მიერ ამ მხარის საზღვრის გადალახვამდე.

5. მოწმე ან ექსპერტი არ სარგებლობს ამ იმუნიტეტით, თუ იგი 15 დღის განმავლობაში შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას. ამ ვადაში ჩაითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაში მოწმეს ან ექსპერტს მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არ შეეძლო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიის დატოვება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/29.md
